მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



იბერიამ წელიწადი პირველზე დაასრულა (2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგა) 28.12.2014.

დიდი ლილოს "იბერიამ" მარაგში დარჩენილი ერთი მატჩი მაქსიმალურად გამოიყენა და 2014 წელი პირველ ადგილზე დაასრულა. იბერიელებმა შინ "მარნეულს" 3:2 სძლიეს და ამ მოგებით "კასპს" პირველი ადგილი ჩამოართვეს. ყოველივე ეს კი 2001–2002 წელში დაბადებულთა ლიგაში მოხდა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს.

ერთი სიტყვით, სეზონის განახლებამდე "იბერია" პირველ ადგილზე რჩება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ კასპელებს იბერიელებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან...

ასე რომ, ამ ლიგაში სეზონის მეორე ნახევარი არაერთ ინტრიგას გვპირდება. თუმცა, ყოველივე ეს ზამთრის პაუზის შემდეგ გველის, მანამდე კი ამ წლის საბოლოო ცხრილს გადავავლოთ თვალი...

 

2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგა

იბერია (დიდი ლილო) – მარნეული3:2


2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგა

2014 წლის საბოლოო ცხრილი

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. იბერია (დიდი ლილო) 9 7 1 1 27–9 22
2. კასპი 8 7 0 1 23–5 21
3. რუსთავი–2 9 5 1 3 24–19 16
4. რუსთავი–1 9 5 0 4 24–19 15
5. მარნეული 9 4 1 4 16–22 13
6. ალგეთი XXI 6 4 0 2 22–12 12
7. ავაზა 8 3 2 3 18–14 11
8. სამთავისი 9 3 2 4 16–14 11
9. საგარეჯო 9 3 0 6 16–18  9
10. ოპიზა 8 1 0 7 19–48  3
11. ჟინვალი 8 0 1 7 4–29  1

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge