მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



უფროსებში ვიცე–ჩემპიონი „ნორჩი დინამოა“ 29.06.2014

2013–2014 წლების სეზონში, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გათამაშებაში თბილისის „ნორჩმა დინამოელმა“ მეორე ადგილი დაიკავა.

ირაკლი ვასაძის ვიცე–ჩემპიონს გუნდს, დღეს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ და დააჯილდოვეს.

დაჯილდოვების ცერემონიალი თემქაზე მდებარე „შატილის“ სტადიონზე შედგა. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ და გენერალურმა მდივანმა გიორგი აღდგომელაძემ „ნორჩი დინამოს“ ფეხბურთელები და მწვრთნელები, მე–2 ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და სპეციალური თასით დააჯილდოვეს.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა „ნორჩ დინამოელს“ ახალ სეზონში ჩემპიონობა უსურვეს.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge