განთიადმა ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა) | 05.06.2014 |
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, საშუალო ასაკში, 1998–99 წლებში დაბადებულთა გათამაშებაში, ბოლოს ჩატარებული მატჩებმა სატურნირო ცხრილში გარკვეული კორექტივები შიტანა. ცხრილის ლიდერი ისევ თბილისის "ალგეთი XXI"–ია, რომელსაც კასპის "განთიადი" ერთბაშად 5 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ კასპელებმა "შემოდგომის ჩემპიონთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. თუმცა, "ალგეთელებს" მათზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და როგორც იტყვიან ერთი მატჩი მარაგში აქვთ. გარდა ამისა, კიდევ ერთი თვალშისაცეი ცვლილება მოხდა. "რუსთავი–2"–მა "წეროვანს" გაუსწრო და მესამე ადგილზე აღზევდა... ერთი სიტყვით, უპრიანი იქნება ბოლოს ჩატარებულ მატჩებსა და სატურნირო ცხრილს აქვე თავადვე გაეცნოთ... 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა 29.05.2014. ყვარელი – ნორჩი დინამო – 3:0 რუსთავი–1 – ლიახვი (აჩაბეთი) – 1:3 რუსთავი–2 – გრანდი – 1:0 30.05.2014. ალგეთი XXI (თბ.) – მარდი (გორი) – 4:2 განთიადი (კასპი) – წეროვანი – 6:0 03.06.2014. განთიადი (კასპი) – გრანდი – 3:0 მარდი (გორი) – რუსთავი–1 – 3:0 05.06.2014. რუსთავი–1 – რუსთავი–2 – 0:3
1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 05.06.2014.–ის მონაცემებით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |