ლომები ბერმუხას გაუთანაბრდნენ (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა) | 25.05.2014. |
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა გათამაშებაში მორიგი ტურის მატჩები და გადადებული თამაშები შედგა, რომელმაც ცხრილში გარკვეული გადაადგილებები განაპირობა... ამ გათამაშებაში ბოლოს ჩატარებულ მატჩებში ფრე არ დაფიქსირებულა და ყველა შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა. ცხრილის სათავეში კვლავ ცხინვალის "სპარტაკია". ზურაბ ქრისტესიაშვილის გუნდმა ისევ იმარჯვა და კვლავ 5–ქულიანი ფორით ლიდერობს. აღსანიშნავია ის, რომ მე–3 ადგილზე მყოფი "ბერმუხა" შინ დამარცხდა. მისმა მდევარმა "ლომებმა" კი იმარჯვეს და "ბერმუხას" ქულებით გაუთანაბრდნენ... უპრიანი იქნება ამ თამაშების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს, აქვე, თავად გაეცნოთ...
2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა XVII ტური 21.05.2014. ფორვარდი 2013 – გრანდი – 3:2 24.05.2014. ლომები – დიდგორი – 4:3 ბერმუხა – შევარდენი 2012 (რუსთავი) – 4:5 გრანდი – ავაზა – 0:3 25.05.2014. დიღომი – ნორჩი დინამო – 5:4 ფორვარდი 2013 – სპარტაკი (ცხინვალი) – 1:4 ტორპედო – ო.მ.ც. – 3:0
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |