მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



11.04.2014.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ლევან კობიაშვილის მიერ დაარსებული, საერთაშორისო საქველმოქმედო ფინდის "კობი და მეგობრების" თაოსნობითა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტურნირის, "ევროპის თასი – საქართველოს" საკვალიფიკაციო ეტაპი "არმოსავლეთ საქართველოს ზონაში" დღეს, 11 აპრილს ჩატარდა.

გათამაშებაში, რომელიც თბილისში, 35–ე საფეხბურთო სკოლის მოედანზე გაიმართა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციისგუნდი "სამაჩაბლო–სპარტაკი" (ცხინვალი) ასპარეზობდა. პირველ შეხვედრაში ჩვენს გუნდს "ახალგორთან" მოუწია დაპირისპირება. "სამაჩაბლო–სპარტაკმა" ეს შეხვედრა დიდი ანგარიშით 6:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ფინალისწინა რაუნდში ჩვენს გუნდს შიდა ქართლის ნაკრები ერგო მეტოქედ, რომელმაც პირველ შეხვედრაში მცხეთა–მთიანეთის ნაკრები 7:0 გაანადგურა. სამწუხაროდ, "სამაჩაბლო–სპარტაკი" შიდაქართლელებთან 2:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge