მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



"სამაჩაბლო–სპარტაკი" "ევროპის თასს" "ახალგორთან" მატჩით დაიწყებს! 01.04.2014.

2001 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, 4 აპრილს საკმაოდ მასშტაბური ტურნირი დაიწყება, რომელშიც 44 გუნდი იასპარეზებს. გათამაშების ინიაციატორი და ორგანიზატორი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ლევან კობიაშვილის საერთაშორისო ფონდი "კობი და მეგობრები" გახლავთ. მხარდამჭერი კი თბილისის ფეხბურთის ფედერაცია. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ დიდ წამოწყებაში საქართველოს ყველა რეგიონულმა ფეხბურთის ფედერაციამ და მათ შორის სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ თავისი წვლილი შეიტანა.

ტურნირი ორ, საკვალიფიკაციო და ფინალურ ეტაპად ჩატარდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე 44 გუნდი რეგიონების მიხედვით 5 ზონადაა დაყოფილი. თბილისის ზონაში 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა, აჭარა–გურიის ზონაში 4 გუნდი იასპარეზებს. 8–8 გუნდი ითამაშებს "აღმოსავლეთ საქართველოს", "სამეგრელოსა" და "იმერეთის" ზონებში.

ჩვენი, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის გუნდი "სამაჩაბლო–სპარტაკი" (ცხინვალი) "აღმოსავლეთ საქართველოს" ზონაშია. ამ ჯგუფის ყველა თამაში 11 აპრილს თბილისში, 35–ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე ჩატარდება. ჩვენი ჯგუფის მატჩების განრიგი ასეთია:

11 აპრილი 2014 წ.

1/4 ფინალები

1. "აფხაზეთი" – "სიონი" (ბოლნისი) – 11:00 სთ.

2. "სამაჩაბლო–სპარტაკი" (ცხინვალი) – "ახალგორი" – 12:00 სთ.

3. "შიდა ქართლი" – "მცხეთა–მთიანეთი" – 13:00 სთ.

4. "კახეთი" (თელავი) – "ზარზმა" (ადიგენი) – 14:00 სთ.

ნახევარფინელები

5. "2–ის გამარჯვებული" – "3–ის გამარჯვებული" – 15:00 სთ.

6. "4–ის გამარჯვებული" – "1–ის გამარჯვებული" – 16:00 სთ.

ფინალი

7. "5–ის გამარჯვებული" – "6–ის გამარჯვებული" – 18:00 სთ.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge