მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



უძლეველი "ალგეთი XXI" ისევ პირველია! (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. VIII ტურის მატჩები და ცხრილი) 08.12.2013.

რთული მატჩი მოიგო და პირველი ადგილი შეინარჩუნა თბილისის "ალგეთი XXI"–მა, რომელმაც ლიდერებში მყოფ კასპის "განთიადს" სტუმრად დამაჯერებლად, 3:1 სძლია და კვლავაც 3–ქულიანი ფორით ლიდერობს. აღსანიშნავია ის, რომ თბილისის "ალგეთი XXI", ამ ლიგაში ერთადერთი დაუმარცხებელია გუნდი. ასევე 3–ქულიანი ფორა აქვს მეორე ადგილზე მყოფ წეროვანს", რომელმაც ყვარელში 3 მშრალი გოლით იმარჯვა...

1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, მე–8 ტურში შედეგიანობის კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 4 შეხვედრაში 15 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში თითქმის 4 გატანილი ბურთის ტოლფასია. 4 თამაშიდან სტუმარ–მასპინძელმა 2–2 მატჩი მოიგო. გოლებში კი სტუმრებმა მინიმალურად აჯობეს მასპინძლებს – 8/7–ზე.

ამ ტურის მატჩების შედეგებსა და ამჟაინდელ სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ:

 

1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა

VIII ტური

08.12.2013.

ყვარელი – წეროვანი0:3

რუსთავი 2 – რუსთავი 12:0

განთიადი (კასპი) – ალგეთი XXI1:3

სპარტაკი (ცხინვალი) – დიღომი4:2

ნაძალადევიისვენებს


1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 08.12.2013. –ის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ალგეთი XXI (თბ.) 7 7 0 0 40–7 21
2. წეროვანი 7 6 0 1 28–11 18
3. განთიადი (კასპი) 7 5 0 2 32–6 15
4. რუსთავი 2 7 4 0 3 18–16 12
5. სპარტაკი (ცხინცალი) 7 4 0 3 15–16 12
6. დიღომი 6 3 0 3 11–11 9
7. რუსთავი 1 8 2 0 6 15–28 6
8. ნაძალადევი 7 0 0 7 0–29 0
9. ყვარელი 6 0 0 6 4–39 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge