"სპარტაკმა" პირველობა გაიმყარა! (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა. VIII ტურის მატჩები და ცხრილი) | 08.12.2013. |
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაში მორიგი, მე–8 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელმაც ცხრილის ლიდერი ვერ შეცვალა. ცხინვალის "სპარტაკმა" (მთავარი მწვრთნელი ზურაბ ქრისტესიაშვილი), რომელიც კოდაში ჩასახლებული დევნილი ბავშვებითაა დაკომპლექტებული, მოწინავე სამეულში მყოფ "ბერმუხას" სტუმრად სძლია და ლიდერობა გაიმყარა. ასევე სტუმრად იმარჯვა მეორე ადგილზე მყოფმა "ავაზამ". ხუთეულში შევიდა "დიდგორი", რომელმაც გასვლაზე დიდი ანგარიშით 11:1 იმარჯვა და უკვე 13 ქულა აქვს. ასევე 13 ქულა დაუგროვდა "გრანდს", რომელმაც ჯერ გადადებული მატჩი მოიგო, შემდეგ კი აუტსაიდერ "ომც–ავაზას" 9:0 სძლია... ამ ლიგაში მე–8 ტური უხვგოლიანი გამოდგა. გადადებულ მატჩს თავი რომ დავანებოთ, ამ ტურის 6 თამაშში 35 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში თითქმის 6 გატანილი გოლის ტოლფასია. 6 შეხვედრიდან სტუმარ–მასპინძელმა მოგება–წაგება თანაბრად გაინაწილა 3/3–ე, თუმცა სტუმრებმა მასპინძლებზე ერთით მეტი გაიტანეს 18/17–ზე. ამ ტურის შედეგებს და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ...
2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა გადადებული მატჩი 04.12.2013. გრანდი – ფორვარდი 2013 – 3:1 VIII ტური 07.12.2013. გრანდი – ომც – 9:0 ბერმუხა – სპარტაკი – 0:1 ფორვარდი – შევარდენი 2012 (რუსთავი) – 4:2 08.12.2013. ტორპედო–ავაზა – დიდგორი – 1:11 დიღომი – ავაზა – 0:2 ფორვარდი 2013 – საქართველოს უნივერსიტეტი – 3:2 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 08.12.2013. –ის მონაცემებით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |