"იბერია" ლიდერია! (1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა. VIII ტურის მატჩები და ცხრილი) | 07.12.2013. |
1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა. მე–8 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში დიდი ლილოს "იბერია" მოექცა, რომლის მთავარი მწვრთნელი ზურაბ პეტრიაშვილი გახლავთ. მისმა გუნდმა აუტსაიდერებში მყოფ "გრანდს" უმასპინძლა და 8 უპასუხო გოლით "დაასაჩუქრა"... მე–8 ტურის ჩატარებამდე, ცხრილის ლიდერი "საქართველოს უნივერსიტეტი" შინ "თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის" გუნდთან შინ დამარცხდა და მე–3 საფეხურზე დაეშვა. ამ თამაშის მომგებმა "აკადემიამ" კი მე–2 ადგილზე აინაცვლა... ლიდერი "იბერიას" უხვგოლიანი მოგება, რომ არა, ამ ტურის შედეგიანობის მაჩვენებელი ბევრად ნაკლები იქნებოდა. ამჟამად კი 5 მატჩში 19 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში თითქმის 4 გატანილი ბურთის ტოლფასია. 5 მატჩში ფრედ არ დაფიქსირებულა, 3 შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს, ორი კი სტუმრებმა. ბურთებში კი მასპინძლებს აშკარა უპირატესობა აქვთ – 14/5–ზე. ამ ტურის მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ...
1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა VIII ტური 05.12.2013. ნორჩი დინამო – ოლიმპი – 1:0 06.12.2013. საქართველოს უნივერსიტეტი – თ.ს. აკადემია – 0:2 07.12.2013. მუხრანი – ავანგარდი–შავნაბადა – 3:0 მცხეთა – კრწანისი – 2:3 იბერია – გრანდი – 8:0 რუსთავი – ისვენებს 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 07.12.2013. –ის მონაცემებით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |