მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



საქართველოს უნივერსიტეტმა მესამე ადგილის თასი, მედლები და დიპლომი ჩაიბარა 27.06.2013

 

 

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ეგიდით, 2012–2013 წლის სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშება, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, ერთ–ერთი პრესტიჟულია. ამ ტურნირის გათამაშება უკვე დასრულდა და შესაბამისად, საპრიზო სამეულში მყოფი გუნდების დაჯილდოების დროც დადგა...

 


დღეს, 27 ივნისს სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო გაბელაია საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია. გაბელაიას ვიზიტის მიზანი "საქართველოს უნივერსიტეტის" 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდის დაჯილდოება გახლდათ, რომლებმაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშებაში მე–3 საპრიზო ადგილი დაიკავა. გაცნობებთ იმასაც, რომ ბრინჯაოს პრიზიორი გუნდის თავკაცი ზაზა დიდებაშვილი გახლავთ, რომელსაც ქართულ ფეხბურთისთვის არაერთი ნიჭიერი მოთამაშე მიუწოდებია და ჩვენს საფეხბურთო წრეებში საკმაო ავტორიტეტით სარგებლობს.



ერთი სიტყვით, ზაზა დიდებაშვილის გუნდი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშებაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. "საქართველოს უნივერსიტეტის" 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომით დააჯილდოვა.



ამ გუნდის შემადგენლობა კი ასეთი გახლავთ:

 

 

რომან ხურცილავა, ნიკოლოზ გოჩიტაშვილი, საბა ლომიძე, ბახვა მიქაძე, რომან სტურუა, ლაზარე გუგუჩია, თამაზ კენგებაშვილი, ლევან ტალაშვილი, რენატ ასმალოვი, იიანე გოგილაშვილი, მერაბ ღარიბაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, ლაშა ცაგარეიშვილი, მამუკა ტაბეშაძე, თენგიზ მაჰმუდოვი, ირაკლი ქარდავა, სანდრო გულისაშვილი, კახაბერ ლომაშვილი, ანდრია გოგოლაძე, იოანე გოგილაშვილი, რობინზონ ლეკაშვილი, ალექსანდრე ბაღათურია, შოთა თათარაშვილი, ბექა ბერიშვილი.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge