მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ვიცე–ჩემპიონმა საბურთალომ თასი, მედლები და დიპლომი ჩაიბარა 15.06.2013

 

 

2001 წელში დაბადებულთა შორის, 2012–2013 წლების სეზონის დასრულდა. ეს გათამაშება კასპის "განთიადმა" მოიგო. მეორე ადგილზე კი თბილისის "საბურთალო" გავიდა, რომლის მთავარი მწვრთნელი, მამუკა ღვიტიძე გახლავთ.

 

 

დღეს, 2013 წლის 15 ივნისს "საბურთალოს" 2001 წელში დაბადებულთა ვიცე–ჩემპიონი გუნდი, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ, გენერალურმა მდივანმა გიორგი აღდგომელაძემ და საშეჯიბრო განყოფილების ხელმღვანელმა უშანგი ფურცელაძემ დააჯილდოვეს.

 

 

ვიცე–ჩემპიონის მედლებისა, თასისა და დიპლომის გადაცემის შემდეგ, სერგო გაბელაიამ გიორგი აღდგომელაძემ და უშანგი ფურცელაძემ "საბურთალოს" ნორჩ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვეს.

 

 

მაშ ასე, 2001 წელში დაბადებულ ბავშვთა გათამაშების ვიცე–ჩემპიონ თბილისის "საბურთალოს" (მთავარი მწვრთნელი: მამუკა ღვიტიძე) შემადგენლობა ასეთია:

 

 

 

ლუკა ლეჟავა, გიორგი ტაბიძე, საბა ესაძე, ნოდარ ფარცხალაძე, ოთო ლეჟავა, ცოტნე ქინქლაძე, ლუკა კაჭარავა, ლუკა ფანცულაია, საბა ირემაშვილი, ნიკა ქარაული, ლუკა ინწკირველი, მათე ადამია, ლუკა კვინიკაძე.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge