მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ზაურ კალოევის სახელობის თასი (მატჩი მე-3 ადგილისთვის) 02.02.2013

აურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება. 02.02.2013.

მატჩი მე-3 ადგილისთვის. თბილისი. "ავაზა". 100 მაყურებელი.

სამეგრელო - თბილისი-2 - 2:2 (1:3 პენალტების სერიაში)

ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაში, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, დასკვნითი დღე "ავაზას" სტადიონზე, მე-3 ადგილისთვისა მატჩით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს სამეგრელოს ნაკრები და თბილისი-2 დაუპირისპირდა ერთმანეთს. თამაში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად ორი 35-წუთიანი ტაიმი საკმარისი არ აღმოჩნდა და ჯერი პენალტების სერიაზე მიდგა...

ანგარიში დედაქალაქელებმა გახსნეს და მეორე ტაიმში სხვაობაორადე გაზარდეს. თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ "თბილისი-2", რომლის მწრთნელები ლევან მელიქია და მიხეილ კობალაძე არიან, ამ მატჩს მოიგებდა. თუმცა, გიორგი ჭედიასა და ვლადიმერ გაბედავას გუნდმა, სამეგრელოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე 2:2 ფრე გაახერხა. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, პენალტების სერია გაიმართა, რომელიც "თბილისი-2"-მა 3:1 მოიგო და ტურნირის მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge