მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



თბილისმა რიხიანად დაიწყო... 19.01.2013

სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის, ზაურ კალოევის თასის გათამაშებამ, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს, დღეს თბილისში, "ავაზას" სტადიონზე აიღო სტარტი. გათამაშება, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობენ, ქვემო ქართლის რეგიონული ნაკრებისა და "თბილისი-1"-ის მატჩით 12 საათზე გაიხსნა. მეორე შეხვედრა კი თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, კახეთის რეგიონული ნაკრებისა და "თბილისი-2"-ს შორის გაიმართა...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გათამაშება თბილისის გუნდებმა რიხიანად დაიწყეს. დედაქალაქის ორივე გუნდმა დამაჯერებლად, თანაც ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია... სასტარტო შეხვედრაში თბილისელმა ჭაბუკებმა სულაც ასტრონომიული ანგარიშით იმარჯვეს...

ბევრს აღარ გავაგრძელებთ და დღეს გამართული მატჩების შედეგების გარდა, 1/8 ფინალის ხვალ და ზეგ გასამართი შეხვედრების ანონსს აქვე გაგაცნობთ.

 

19 იანვარი 2013 წელი

ქვემო ქართლი - თბილისი-1 - 0:12

კახეთი - თბილისი-2 - 0:3

 

 

20 იანვარი 2013 წელი

12:00 სთ. სამხრეთ ოსეთი-2 - აფხაზეთი-2  ქ. თბილისი. "ავაზა"

13:00 სთ. შიდა ქართლი - მცხეთა-მთიანეთი ქ. გორი. "პარკი არენა"

14:00 სთ. იმერეთი - სამცხე-ჯავახეთი ქ. ქუთაისი. "ტორპედოს" ბაზა

12:00 სთ. აჭარა - გურია ქ. ქობულეთი. "ჩელე არენა"

 

21 იანვარი 2013 წელი

14:00 სთ. სამეგრელო - რაჭა-ლეჩხუმი ქ. ზუგდიდი. "ბაიას" საწვრთნელი ბაზა

11:00 სთ. სამხრეთ ოსეთი-1 - აფხაზეთი-1 ქ. თბილისი. "ავაზა"

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge