თასები, მედლები, დიპლომები, საჩუქრები... ზაურ კალოევის სახელობის თასი (დაჯილდოება)
02.02.2013
1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, სახელოვანი ქართველ ფეხბურთელის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება,თავად მონაწილეთა თქმით, მაღალ დონეზე ჩატარდა. ტურნირის გვირგვინი ფინალური მატჩი და დაჯილდოების ცერემონიალი იყო, რომელიც ფინალის შემდეგ, "ავაზას" სტადიონზე ფაოიერვერკის თანხლებით წარიმართა. გათამაშების ორგანიზატორმა სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ რჩეული ოთხი გუნდი ყველა მონაწილე დააჯილდოვა. მათ თასები, მედლები, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქარი (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური წიგნი) გადაეცათ.
უმჯობესი იქნება დაჯილდოების ცერემონიალს თანმიმდევრობით მივყვეთ...
ზაურ კალოევის სახელობის თასი (ნახევარფინალი. საპასუხო მატჩები)
31.01.2013
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარე, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაში, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, ნახევარფინალის საპასუხო მატჩები დღეს, 31 იანვარს გაიმართა. უკვე ცნობილია ორივე ფინალისტი და ის ორი გუნდი, რომლებიც მე-3 ადგილისთვის მატჩში ითამაშებენ...
ზაურ კალოევის სახელობის თასი (ნახევარფინალი. პირველი მატჩები)
29.01.2013
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარე, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ტურნირში, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, ნახევარფინალის პირველი მატჩები დღეს, 29 იანვარს გაიმართა. ორიდან ერთ წყვილში ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. მეორე ფინალისტს კი საპასუხო მატჩი გადაწყვეტს. ტურნირის ნახევარფინალის საპასუხო მატჩები კი 31 იანვარს ჩატარდება.
ზაურ კალოევის სახელობის თასი (1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები)
27.01.2013
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგაიზებულ, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაში, 1/4 ფინალის საპასუხო მატჩები დღეს, 27 იანვარს დასრულდა და ნახევარფინალისტთა ვინაობაც გაირკვა. 4 წყვილიდან ერთ წყვილში, გამარჯჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, დანარჩენ შეხვედრებში კი ორი 35-წუთიანი ტაიმი (ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, მატჩის ძირითადი დრო 70 წუთისგან შედგება) საკმარისი აღმოჩნდა.
ზაურ კალოევის სახელობის თასი (1/4 ფინალი. პირველი მატჩები)
25.01.2013
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაში, რომელიც 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის მიმდინარეობს, 1/4 ფინალის პირველი მატჩები დღეს, 25 იანვარს დასრულდა. 4 წყვილიდან ორმა გუნდმა ნახევარფინალის საგზური გაინაღდა, ერთი ფავორიტი ამ მიზანთან ახლოსაა, ერთ წყვილში კი ყველაფერს საპასუხო მატჩი გადაწყვეტს... სჯობს 1/4 ფინალის პირველი მატჩების შედეგებს აქვე გადავავლოთ თვალი:
ზაურ კალოევის სახელობის თასი. (1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები)
23.01.2013
1998 წელში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაში, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს, 1/8 საპასუხო მატჩები გაიმართა. შესაბამისად, 1/8 ფინალის 16 მონაწილე გუნდიდან, 1/4 ფინალში გასული 8 გუნდის ვინაობა გაირკვა... 1/8 ფინალის ორვე მატჩების შედეგებს აქვე გთავაზობთ:
ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება (1/8 ფინალი. პირველი მატჩები)
21.01.2013
1998 წელში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაზე, 1/8 ფინალის პირველი მატჩები დღეს დასრულდა. სულ ჩატარებული 8 წყვილში, ზოგმა გუნდმა 1/4 ფინალში გასვლა უკვე გაინაღდა. ზოგი ამ მიზანთან ძალზე ახლოსაა, ზოგ წყვილში კი ყველაფერს საპასუხო მატჩები გადაწყვეტს.
სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის, ზაურ კალოევის თასის გათამაშებამ, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს, დღეს თბილისში, "ავაზას" სტადიონზე აიღო სტარტი. გათამაშება, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობენ, ქვემო ქართლის რეგიონული ნაკრებისა და "თბილისი-1"-ის მატჩით 12 საათზე გაიხსნა. მეორე შეხვედრა კი