მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ორხელისუფლებიანობა გრძელდება (1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა) 25.11.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგაში მორიგი,მე–5 ტურის მატჩები შედგა. თუმცა, ამ ლიგის ლიდერებმა ისევ იმარჯვეს და ამ გათამაშებაში ორხელისუფლებიანობა გრძელდება. ცხრილს ისევ დიდი ლილოს "იბერია" და "მუხრანი" ლიდერობენ...

სრულად ნახვა
ლიდერებმა კვლავ იმარჯვეს (2003–2004 წლებში დაბადებულთა ლიგა) 24.11.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2014–2015 წლების სეზონში მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უმცროსთა ლიგაში, 2003–2004 წლებში დაბადებულთა გათამაშებაში მორიგი ტურის ორი მატჩი შედგა. ორივე ამ შეხვედრაში ლიდერებმა იმარჯვეს და სატურნირო ცხრილს კვლავ ორი ლიდერი ჰყავს...

 

სრულად ნახვა
რუსთავი–2–ს მარნეული გაუთანაბრდა (2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგა) 24.11.2014

2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, მორიგი, მე–5 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელმაც სატურნირო ცხრილში გარკვეული კორექტივები შეიტანა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ამ გათამაშების ცხრილს უკვე ორი ლიდერი ჰყავს – "რუსთავი–2"–ს "მარნეული" ქულებით გაუთანაბრდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტურის მატჩი, ცხრილის უკვე თანალიდერ "რუსთავი–2"–ს ჯერ არ უთამაშია...

სრულად ნახვა
გილოცავთ გიორგობას! 23.11.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია

სრულიად საქართველოს ულოცავს

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

წმინდა გიორგიდ მადლი გფარავდეთ...

სრულად ნახვა
უფროსებში იბერია და მუხრანი თამადობს 17.11.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, მე–4 ტურის მატჩები უფროს ასაკში, 1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგაშიც დასრულდა. უმცროსთა ლიგის მსგავსად, ამ გათამაშებაშიც ორხელისუფლებიანობაა, ცხრილს ორი ლიდერი ჰყავს, დიდი ლილოს "იბერია" და "მუხრანი". აღსანიშნავია ის, რომ ამ ორმა გუნდმა დაუმარცხებლად იასპარეზა და ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.

სრულად ნახვა
ლიდერი უძლეველია! 16.11.2014

უმცროსების გარდა, მე–4 ტურის მატჩები დასრულდა, საშუალო ასაკის ლიგაშიც, რომელიც ასევე სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. 2001–2002 წლებში დაბადებულთა გათამაშებას, რომელშიც 12 გუნდი ასპარეზობს, ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს – რუსთავის "რუსთავი–2". ეს გუნდი ერთადერთია ამ ლიგაში, რომელმაც ყველა მატჩი ჩაატარა, თანაც წაუგებლად. თუმცა, ისიცუნდა აღინიშნოს, რომ "რუსთავი–2"–ის მდევრებს, თბილისის "ალგეთი XXI" და "კასპი" ასევე დაუმარცხებლად ასპარეზობენ, მათ ქულათა მაქსიმუმი კი დააგროვეს, მაგრამ მხოლოდ 3–3 მატჩი აქვთ ჩატარებული.

სრულად ნახვა
უმცროსებში ორხელისუფლებიანობაა! 16.11.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი, 2014–2015 წლების სეზონი, 3 ასაკობრივ კატეგორიაში დაიწყო. ყველაზე უმცროსებში, 2003–2004 წლებში დაბადებულთა გათამაშებაში 7 გუნდი ასპარეზობს. ამ ლიგაში 4 ტური ჩატარდა და დროა განვლილი ტურების შედეგები და სატურნირო ცხრილი გაგაცნოთ.

 

სრულად ნახვა
დღეს სვეტიცხოვლობაა, გილოცავთ!!! 14.10.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია

გილოცავთ

სვეტიცხოვლობას, ქრისტეს კვართის დღესასწაულს

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
სამძიმარი 10.10.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია

მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის

რევაზ მგელაძის

გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს

სრულად ნახვა
ჩემპიონობა და იუბილე ოქროთი დაფასდა 04.07.2014.

 

 

დღევანდელი დღე, 4 ივლისი, საფეხბურთო კლუბ თბილისის "ალგეთი XXI"–სთვის განსაკუთრებული გახლდათ და დიდი ზარ–ზეიმითაც აღინიშნა. საქმე ის გახლავთ, რომ ეს გუნდი, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან. საშუალო ასაკის გათამაშებაში, 1998–1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგაში, ჩემპიონი გახდა.

სრულად ნახვა
 
web-style.ge