იბერიამ ფორა გაიორმაგა (1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა))
24.03.2015
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე, 1999–2000 წელში დაბადებულ ჭაბუკთა გათამაშებაში, ერთპიროვნული ლიდერი კვლავაც დიდი ლილოს "იბერიაა". ცნობისათვის, ეს გუნდი გასული წელიწადში, ამ სეზონის "შემოდგომის ჩემპიონი" გახდა. 2014 წლის ბოლო ცხრილში, იბერიელები უახლოეს მდევარ მუხრანის "ბურს" 2 ქულით უსწრებდნენ, ზურაბ პეტრიაშვილის ბიჭებმა სეზონი გამოტოვებული მატჩებში მოგებებით განაახლეს და ფორა გააორმაგეს. იბერიოელები ამჯერად უკვე 4–ქულინი ფორით ლიდერობენ გათამაშებას...
თბილისის ალგეთი XXI მესამეზე აღზევდა (2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგა)
23.03.2015.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებიდან, ორ უფროს და საშუალო ასაკობრივ კატეგორიაში, სეზონი გადადებული მატჩებით განახლდა. ამჯერად საშუალო ასაკს, 2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგას მიმოვიხილავთ.
იბერია უფროსებშიც ზამთრის ჩემპიონია! (1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა)
28.12.2014.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1999–2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგაში, მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი დასრულდა. ისევე როგორც, საშუალო ასაკში, ყველაზე უფროსთა ლიგაშიც "ზამთრისჩემპიონი" დიდი ლილოს "იბერია" გახდა. ზურაბ პეტრიაშვილის გუნდმა წლის ბოლო და გადამწყვეტ მატჩში "სართიჭალას" სტუმრად 1:0 მოუგო და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.
იბერიამ წელიწადი პირველზე დაასრულა (2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგა)
28.12.2014.
დიდი ლილოს "იბერიამ" მარაგში დარჩენილი ერთი მატჩი მაქსიმალურად გამოიყენა და 2014 წელი პირველ ადგილზე დაასრულა. იბერიელებმა შინ "მარნეულს" 3:2 სძლიეს და ამ მოგებით "კასპს" პირველი ადგილი ჩამოართვეს. ყოველივე ეს კი 2001–2002 წელში დაბადებულთა ლიგაში მოხდა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს.
მუხრანი თუ უძლეველი იბერია? (1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა)
22.12.2014.
ზამთრის პაუზამდე ერთი ტურით ადრე საგრძნობლად დაიძაბა სიტუაცია 1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს.უფროსთა ასაკის ამ გათამაშებაში "მუხრანი" ერთპიროვნულ ლიდერად დარჩა, მაგრამ, მეორეა დგილზე დიდი ლილოს "იბერია" აღზევდა, რომელსაც მუხრანელებზე ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. საგულისხმოა ის, რომ იბერიელებმა აუტსაიდერ "ფორვარდი 2013"–ს სტუმრად, სარეკორდო ანგარიშით 14:0 სძლიეს... და კიდევ ერთი, "იბერია" ერთადერთი გუნდია ამ ლიგაში, რომელიც აქამდე დაუმარცხებლად ასპარეზობს... "მუხრანსა" და "იბერიას", როგორც იტყვიან, "კუდზეაზის" "ქარელისა" და "ლიახვის" დუეტი, რომელიც მესამე–მეოთხე ადგილევს იყოფს... ერთი სიტყვით, ზამთრის პაუზამდე დარჩენილი ბოლო ტური ამ ლიგაში გადამწყვეტი იქნება. სწორედ წლის დასკვნითი ტური გასცემს მთავარ კითხვას პასუხს, ვინ გახდება "ზამთრის ჩემპიონი"?
კასპი უმცროსებშიც პირველია! (2003–2004 წლებში დაბადებულთა ლიგა)
21.12.2014.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის გათამაშებებიდან, საშუალო ასაკის მსგავსად, "კასპი" უმცროს ასაკშიც პირველია. ამ ლიგას აქამდე ორი ლიდერი ჰყავდა, კასპელებს "რუსთავი" ტოლს არ უდებდა, მაგრამ "კასპელებმა" იძალეს, რუსთაველები 2 ქულით ჩამოიტოვეს და პირველზე გამაგრდნენ...
ლიდერად კასპი დარჩა, მეორე იბერიაა! (2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგა))
21.12.2014.
მეცხრე და მეათე ტურის მატჩებმა ლიდერი ვერ შეცვალა 2001–2002 წლებში დაბადებულთა გათამაშებაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. პირველ ადგილზე ისევ "კასპი" დარჩა, მეორეზე კი დიდი ლილოს "იბერია" აღზევდა, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები ჰქონდა ჩატარებული. იბერიელებმა ამ მატჩებში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვეს და მანამდე მეორე ადგილზე მყოფი "რუსთავი–2" ორი ქულით ჩამოიტოვეს...
პირველი მუხრანია, მეორე ლიახვი... (1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა)
08.12.2014.
მორიგი, მე–7 ტურის მატჩები ჩატარდა 20012–2002 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. ამ თამაშის შედეგებს ცხრილის ლიდერი არ შეუცვლიათ – "კასპის" ჰეგემონია გრძელდება და თანაცისეც 2–ქულიანი ფორით.
კასპი კვლავ ლიდერია... (2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგა)
07.12.2014.
მორიგი, მე–7 ტურის მატჩები ჩატარდა 20012–2002 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. ამ თამაშის შედეგებს ცხრილის ლიდერი არ შეუცვლიათ – "კასპის" ჰეგემონია გრძელდება და თანაცისეც 2–ქულიანი ფორით.
ლიდერი დუეტის ფორა უკვე 10 ქულაა! (2003–2004 წლებში დაბადებულთა ლიგა)
07.12.2014
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში,2003–2004 წლებში დაბადებულთა ლიგაში მორიგი ტურის მატჩები შედგა. ამ გათამაშებაში წინატურშიც ორხელისუფლებიანობა იყო, რომელიც ახლაც გრძელდება.უფრო მეტიც, ლიდერთა დუეტმა პოზიციები გაიმყარა და ბოლო მატჩებში გამარჯვებებით ფორა უკვე 10 ქულამდე გაზარდა. აღსანიშნავია ის, რომ ორივე თანალიდერი დაუმარცხებელია და აქამდე ქულათა მაქსიმუმი აქვთ მოპოვებული...